saqarTvelos qedebi - abianda-Caamas qedi
განედური ანტიკლინური ქედი მდინარეებს გუმისთასა და კელასურს შორის. მდინარე ბესლეთის სათავეებისა და გუმისთის მარცხენა შენაკად მთისუბნისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 11-12 კმ, საშუალო სიმაღლე 1100 მ. (მთები: აბიანდა - 921 მ, ჩაამა - 1260 მ). აგებულია ცარცული და მესამეული კირქვებით. ქედისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. დაფარულია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყით. ქედზე გადის ტურისტული მარშრუტი: სოხუმი - სოფ. შრომა და მთები:აბიანდა-ჩუზკუზბა-ძიხვა.